Back to Top
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 17:05

კეთილმოწყობის სააგენტო: სოფლებიდან ნაგვის გატანის პრობლემა არ დგას 

Rate this item
(0 votes)

"სოფლებში განთავსებულია ურნები და ვემსახურებით დასახლებული სოფლების 95 % -ს მაინც", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილი.

 

 

მისი ინფორმაციით, გორის სოფლების უმეტესობაში ურნები ცენტრალურ ქუჩებზეა განთავსებული და მოსახლოებას ნაგვის გატანის პრობლება არ აქვს. 

 

 

"ამ სოფლებში, რა თქმა უნდა ყველა უბანში არ დგას ურნა, რადგან ზოგან ვიწრო ქუჩებია და მანქანა ვერ მივა ნაგვის დასაცლელად. 77 სოფელია, სულ სადაც ურნები დგას. რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადა არ არის. არის სოფლები, სადაც ღია ტიპის მანქანა მიდის და გამოაქვს ნაგავი, მაგალითად: ბოშურია ასეთი სოფელი, თედოწმინდა იყო და აღარ იქნება ასე, რადგან ასფალტი დაიგო და ურნები დავალაგეთ და ხიდისთავის რამდენიმე უბანია, სადაც ღია ტიპის მანქანა მიდის ნაგვის გამოსატანად", - ამბობს გვიანიშვილი

 

 

როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, ამ დროისთვის გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დამატება და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 52 ერთეულით გაიზარდა ნარჩენების შემკრები კონტეინერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის სოფლებში. ასევე, საჭიროების შესაბამისად 114 დაზიანებული ურნა ჩანაცვლადა ახლით.

Read 259 times