Print this page
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 15:07

საზოგადოება „ბილიკი“ ახალგაზრდებისთვის ახალ პროექტს იწყებს

Rate this item
(0 votes)

"ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერების პროექტი (LINKS)" - ესაა პროექტის სახელწოდება, რომელიც რეგიონული პარტნიორობის ფარგლებში საზოგადოება "ბილიკი" განახორციელებს.

 

 

პროექტი ხორციელდება „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) თანამშრომლობით.

 

 

შიდა ქართლში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს საზოგადოება „ბილიკი“. ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიკა მღებრიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

"ჩვენი, როგორც “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერება (LINKS)” პროექტის რეგიონული პარტნიორის ძირითადი მიმართულება ცოდნისა და უნარების შიდა ქართლის რეგიონალური ცენტრის განვითარებაა", - ამბობს მარიკა.

 

 

მისი თქმით, ცენტრი ამ მიმართულებით, სხვადასხვა სოციალური სტატუსის ახალგაზრდის გაერთიანებას გეგმავს.

 

 

 

"ცენტრი გააერთიანებს სხვადასხვა სოციალური სტატუსის ახალგაზრდას დევნილებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან. ახალგაზრდებს მათთვის ხელსაყრელ გარემოში შეეძლებათ განახორციელონ სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. მოახდინონ საკუთარი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების განვითარება ინოვაციური მიდგომებით და არაფორმალური განათლების მეთოდების დახმარებით".

 

 

საზოგადოება "ბილიკი" პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განახორციელონ მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები, ჩაერთონ სტაჟირებასა და სასწავლო პრაქტიკაში.

 

 

"აქცენტები გაკეთდება სოციალურ მეწარმეობის განვითარებაზე, როგორც ინსტრუმენტის სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების და განვითარების. ახალგაზრდების მხარდაჭერასთან ერთად პროექტი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობას, რაც თავისთავად დაეხმარება ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან განათლებაზე, ბიზნეს უნარებს განვითარების კუთხით", - ამბობს მარიკა მღებრიშვილი.

 

 

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტი“ ხორციელდება ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში.

Read 363 times Last modified on პარასკევი, 26 თებერვალი 2021 15:13