Print this page
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 15:54

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს 

Rate this item
(0 votes)

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ - კვირასაც იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

 

 

"როგორც იცით, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გორის მუნიციპალური ტრანსპორტი მზად არის, მგზავრებს მთელი კვირის განმავლობაში შეუფერხებლად მოემსახუროს", - ამბობენ სააგენტოში. 

 

 

ინფორმაციისთვის, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობს, მოქალაქეებს ასევე ყოველდღე მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ცხელი ხაზი : 599 30 88 40

Read 310 times Last modified on პარასკევი, 26 თებერვალი 2021 15:59