Print this page
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 16:32

მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელმა ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელი, ალექსანდრე ბუჯიაშვილი თანამდებობას ტოვებს.

 

როგორც მან რადიო "მოზაიკას" უთხრა, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელება აღარ ისურვა.

 

 

" ამ თვის ბოლოს მიმთავრდება ხელშეკრულება. სოფლის მეურნეობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს საქმეებს მივხედო.  მერიასთან შეხება აღარ მექნება, თუმცა რა თქმა უნდა პარტიაში ვრჩები და მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებ. რაც შეეხება, იმას თუ ვინ დაინიშნება ამ პოზიციაზე, ინფორმაცია არ მაქვს", - განმარტა ბუჯიაშვილმა.

 

 

​ინფორმაციისთვის, მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ შინდისსა და ატენში. 

Read 759 times Last modified on პარასკევი, 26 თებერვალი 2021 16:41