Print this page
პარასკევი, 26 თებერვალი 2021 16:42

შინდისში მერის წარმომადგენლად მირიან მაზმიშვილი დაინიშნა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად, მირიან მაზმიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს.

 

აღნიშნულ პოზიციაზე მაზმიშვილმა ალექსი მთვარაძე ჩაანაცვლა. 

 

მაზმიშვილი 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, შინდისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "შენების მოძრაობიდან".

 

 

შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი. 

 

 

 

ამავე თემაზე: მეჯვრისხევში მერის წარმომადგენელმა ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა

Read 357 times