Back to Top
სამშაბათი, 02 მარტი 2021 16:04

ხოჯევანიშვილი: ჩემი ძმის გადაწყვეტილებას პოლიტიკასთან და ჩემს პოზიციებთან კავშირი არ აქვს

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

 

 

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას ეს გადაწყვეტილება გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის პოზიციებზე და რჩება თუ არა ის კვლავ "ქართული ოცნების" გუნდში.

 

 

გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მისი ძმის თანამდებობიდან წასვლას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ეს გადაწყვეტილება ვერც დეპუტატის პოზიციებს შეცვლის.

 

 

"ეს არის ჩემი ძმის პირადი გადაწყვეტილება და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად არც ჩემს პოზიციასთან. ის გამოცდილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საჯარო მოხელე იყო და დარწმუნებული ვარ, როგორც ღირსეულად ემსახურებოდა აქამდე ქვეყანას ასევე გააგრძელებს მომაავლშიც! შესაბამისად, რაიმე ცვლილება ჩემი პოზიციიდან გამომდინარე არც განიხილება", -უთხრა რადიო "მოზაიკას" გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 1329 times