Print this page
სამშაბათი, 02 მარტი 2021 19:28

გორელი მოსწავლე ზეპირი მათემატიკური ანგარიშის რესპუბლიკური კონკურსის ფინალშია 

Rate this item
(0 votes)

გორის მე - 8 საჯარო სკოლის მოსწავლე, გელა მაჭარაშვილი ზეპირი მათემატიკური ანგარიშის რესპუბლიკური კონკურსის ფინალშია. ინფორმაცია ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

 

მე - 4ბ კლასის მოსწავლე კონკურსის ,,მიქსიკე-პრანგლიმინე" 28 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ფინალი 2021 წლის 1 მარტს გაიმართა.

 

 

"გელა მაჭარაშვილმა 4-6 კლასებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და საერთაშორისო ონლაინ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფინალში მონაწილეობას იღებს ევროპის 8 ქვეყანა, ჩატარების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გელას ვულოცავთ მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Read 464 times