"დაგვირეკეს იქვე მაცხოვრებლებმა, რომ თქვენს ოფისს თავს დაესხნენო. ფანჯრები ჩაუმტვრევიათ და გაქცეულან. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცით", - გვითხრა ანო ბალიაშვილმა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომლებმაც ოფისის მინები ჩაამსხვირეს, იდენტიფიცირებულები არიან.