გავრცელებული ინფორმაციით, ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობას ქვები ესროლეს და მინები ჩაამსხვრიეს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი დააკავა, თუმცა შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, 2012 წლის შემდეგ, მათ ოფისზე თავდასხმის ეს მე-5 შემთხვევაა.