Print this page
სამშაბათი, 02 მარტი 2021 21:05

გორში ენმ-ის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

Rate this item
(0 votes)

გორში ენმ-ის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება  სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს.

 

თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობას ქვები ესროლეს და მინები ჩაამსხვრიეს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი დააკავა, თუმცა შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

 

ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, 2012 წლის შემდეგ, მათ ოფისზე თავდასხმის ეს მე-5 შემთხვევაა. 

Read 226 times Last modified on სამშაბათი, 02 მარტი 2021 21:35