Back to Top
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 11:11

ბასიშვილი: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დაჯგუფებებს შიდა ქართლის პოლიცია მფარველობს 

Rate this item
(0 votes)

"მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას და ჩვენი ოფისზე მორიგი თავდასხმაც, სწორედ ამის დასტურია", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა, ენმ - ის შიდა ქართლის შტაბის ხელძღვანელმა.

 

 

ბასიშვილი ამბობს, რომ ოფისის დარბევაში მონაწილე პირები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან.

 

 

"წლების განმავლობაში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში, მაგრამ დღემდე არავინ დასჯილა. პირიქით, ეს ადამიანები წაახალისეს, სხვადასხვა ა(ა)იპ - ებში ჰყავთ გაფორმებული. გუშინაც ანალოგიური ფაქტი მოხდა და ამ შემთხვევაშიც კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ ორი ადამიანის დაკავება შეძლო პოლიციამ. დანარჩენი ხუთი გაექცათ. გვაქვს, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დაჯგუფებებს მფარველობს სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე და შიდა ქართლში, სუს -ის უფროსი, ოთარ ნონიკაშვილი. ისინი ახალისებენ ასეთ დაჯგუფებებს და დღემდე დაუსჯელები არიან", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.  

 

 

ინფორმაციისთვის, გუშინ ენმ - ის ოფისს თავს რამდენიმე პირი დაესხა. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე: გორში ენმ-ის ოფისს მინები ჩაუმსხვრიეს

 

ბადრი ბასიშვილი: ჩვენს ოფისს თავს „ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ - ვიდეო

Read 276 times Last modified on ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 11:17