Back to Top
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 12:11

გორის მერიის ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა

Rate this item
(1 Vote)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, კომპანია "B&B"-მ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია უკანონოდ მიანიჭა.

 

"გთხოვთ მიუთითოთ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე შპს B&B-ს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მოსთხოვოთ შესყიდვის პროცედურების/შერჩევის პროცესის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება" , - ვკითხულობთ კომპანიის სარჩელში.

 

საქმე ეხება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სწორედ აღნიშნულ ტენდერს გამოეთიშა ზემოთ ხსენებული კომპანია მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით.

 

საჩივარს დავების საბჭო 4 მარტს, 10:30 საათზე განიხილავს.

Read 171 times