Print this page
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 12:46

გასულ წელს კოვიდინფიცირებულების გარდა „გორმედმა“ 27000 სტაციონარული პაციენტი მიიღო

Rate this item
(0 votes)

სამედიცინო ქსელი "გორმედი" პაციენტებთან დაკავშირებულ ბოლო ერთი წლის მონაცემებს აქვეყნებს.

 

 

კლინიკის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, ,,გორმედმა" 27 000-ზე მეტი სტაციონარული პაციენტი (ყოველდღიურად 245), მიიღო. საიდანაც 3 600-ს ოპერაცია (10-მდე ოპერაციული ჩარევა ყოველდღიურად) ჩაუტარდა.

 

 

"2020 წლის განმავლობაში, კოვიდის მართვის პარალელურად, იზოლირებულ სივრცეებში, გამიჯნული შესასვლელებისა და საპალატე სივრცეების პირობებში, ,,გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში შენარჩუნდა სხვა გადაუდებელი პათოლოგიების ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისები. გასული წლის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელში იმართა 27 000-ზე მეტი სტაციონარული პაციენტი (ყოველდღიურად 245), საიდანაც ჩატარდა 3 600 ოპერაცია (10-მდე ოპერაციული ჩარევა ყოველდღიურად), მათ შორის - ზოგადქირურგიული, ნეიროქირურგიული, სისხლძარღვთა ქირურგია,  ონკოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგია, ყბა-სახის, აღდგენითი და პლასტიკური, უროლოგიური, პროქტოლოგიური, გინეკოლოგიური თუ ოფთალმოლოგიური", - წერია "გორმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 210 times