Back to Top
პარასკევი, 05 მარტი 2021 11:47

გორში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებულ თ.კ-ს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება

Rate this item
(0 votes)

გორში გასულ წელს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილის საქმეში ბრალდებული თ.კ. წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, საქმის განხილვა კი ამ ვადაში ვერ მოესწრო.

 

 

შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე მისი პატიმრობაში დატოვების უფლება აღარ აქვს.

 

ბრალდებულს 19 წლის ე.თ-სთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. ის რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

გამოძიების ინფორმაციით, ე.თ-ს მძიმე დაზიანებები თ.კ-მა მიაყენა.

 

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Read 284 times Last modified on პარასკევი, 05 მარტი 2021 11:51