Print this page
პარასკევი, 05 მარტი 2021 15:50

ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება 

Rate this item
(0 votes)

19 წლის ე.თ -ს ცემის საქმეზე დაკავებული თ.კ -ს ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე, მის დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ვერ დაამტკიცა.

 

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

 

 

"ბრალდებამ ყველა მოწმის დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა. დარჩა მხოლოდ, ერთი მტკიცებულება, რომელსაც ალბათ უახლოეს პერიოდში გამოიკვლევს. გამოკვლეული მტკიცებულებებით თ.კ-ს ბრალეულობა არ დასტურდება, შესაბამისად ის დაუსაბუთებელი ბრალი, რომელიც ბრალდების მხარემ წარუდგინა თ.კ -ს, იმედი მაქვს რომ სასამართლო შეაფასებს ობიექტურად. რომც მოხდეს აღკვეთი ღონისძიების გაუქმება ან ძალაში დატოვება, პროცესი მაინც გაგრძელდება", - განაცხადა ადვოკატმა. 

 

 

ინფორმაციისთვის, გასულ წელს, გორის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის დროს 19 წლის ე.თ -ს ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

საქმეზე გამოძიებამ ერთი პირი დააკავა. თ.კ ამ დრომდე 9 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესი დღეს, 5 მარტს უნდა გაიმართოს. 

 

 

ამავე თემაზე: პროკურორი თ.კ -ს პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

Read 262 times