Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 11:39

გორის სტადიონზე გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება მიეცათ

Rate this item
(0 votes)

გორის "დილა" თბილისის "საბურთალოს" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 7 აპრილს, 18:00 საათზე შეხვდება.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდება. COVID 19 -ს რეგულაციებიდან გამომდინარე სტადიონზე მხოლოდ მაყურებლის ერთი მესამედი დაიშვება.

 

"ადგილების სამართლიანად გადანაწილების მიზნით შემუშავდა საბილეთო სისტემა. შესაბამისი რაოდენობით, მათი გაყიდვა 7 აპრილის დილის 10:00 საათიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის  სტადიონის წინ არსებულ სალაროებში იწარმოებს და მისი ფასი 1 ლარი იქნება" , - აცხადებენ გორის "დილაში".

 

მათივე ცნობით, ბილეთის მფლობელებს მოეთხოვებათ სტადიონზე პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფიცირების შესაძლო რისკები.

Read 137 times