Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 12:24

მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული სისტემის დამონტაჟების შემდეგ ფასიანი გახდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული სისტემის დამონტაჟების შემდეგ, მგზავრობა ფასიანი გახდება.

 


ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ  სისტემის დამონტაჟებას დრო სჭირდება.



"როდიდან მოხდება ავტობუსში ბარათით გადახდა, დამოკიდებულია ტექნიკურ მხარეზე. ავტობუსებში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტრონული სისტემები. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს, უბრალოდ გარკვეული დროა საჭირო", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში

Read 709 times Last modified on ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 12:31