ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4 მლნ 297 ათას 151 ლარი გაიცა; ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით კი ჯამში 65 920 ლარი.
ჯილდო დანამატი არ გაცემულა 4 რეგიონში, მათ შორისაა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.
" 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში; 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები",-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში.