Print this page
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 13:31

ზაზა გახელაძე უარს ამბობს ოქონის ხატში გაცვლაზე

Rate this item
(0 votes)

ზაზა გახელაძე ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების ინიციატივის წინააღმდეგია, რომელიც ოქონის ხატში საქართველოს მოქალაქეების გაცვლას გულისხმობს.

 

ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმმა ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის მიხედვით ცხინვალის ციხეებში დატყვევებულ ადამიანებს ოქონის ტრიპტიკონში გაცვლის. ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძე აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და ამბობს, რომ ურჩევნია, უკანონოდ მისჯილი 12 წელი მოიხადოს, ვიდრე ხატში გაცვალონ.

 

"ტელევიზიიდან გაიგო, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ მაგრამ ზაზას პოზიციაა, რომ არცერთში უნდა გაცვალონ, იმიტომ, რომეს არის ის სიწმინდე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და იქ უნდა იყოს, სადაც არის", – ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი, რომელმაც ის წითელი ჯვრის დახმარებით, 30 მარტს მოინახულა.

 

 

 

Read 254 times