საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.
ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის ლიახვის ხეობიდან დევნილებიც არიან.