Back to Top
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 21:34

გორის მე-12 სკოლაში თვალის სკრინინგი და ენდოკრინოლოგიური კონსულტაცია უფასოდ ჩატარდა 

Rate this item
(0 votes)

5-6 აპრილს პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში შიდა ქართლში, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლას ეწვია კვალიფიციურ ოფთალმოლოგთა და ენდოკრინოლოგთა ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ნინო კარანაძის ხელმძღვანელობით.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგებს, მშობლებს და თემის წარმომადგენლებს თვალის სკრინინგი და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია უფასოდ ჩაუტარდათ. 

 

 

შიდა ქართლში პროექტის მიმდინარეობას და ორგანიზაციულ საკითხებს წარმართავს „გორის ლაიონს კლუბი“ და მისი პრეზიდენტი ლელა წურწუმია.

 

 

პროექტის მიზანია დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 

 

"დიდი მადლობა ექიმთა გუნდს, რომელმაც ორი დღის მანძილზე დაუღალავად იშრომეს, მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას,სკოლის დირექტორს ქალბატონ რუსუდან ლომიძეს , რომ მოგვცა შესაძლებლობა ეს შესაშური საქმე წარმართულიყო ჩვენს სკოლაში", - აღნიშავს ლელა წურწუმია. 

 

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება „დიაბეტის მსოფლიო ფონდისა“ და „LIONS CLUB INTERNATIONAL“- ხელშეწყობით.

Read 107 times