Back to Top
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 12:45

სააგენტო გორის საბავშვო ბაღებისთვის 13 ცელს და 17 ფოცხს ყიდულობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ხელსაწყოებს ყიდულობს. უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 853 ლარია.

17 თოხი, 17 ბარი და ფოცხი, 16 ხერხი და ვაზის სასხლავი მაკრატელი, 20 ჩაქუჩი და 13 ცელი - ეს იმ ხელსაწყოების ჩამონათვალია, რომელსაც სააგენტო ტენდერის ფარგლებში შეისყიდის.

 

ტენდერზე წინადადებების მიღება 14 აპრილს დაიწყება და 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

Read 212 times