Back to Top
შაბათი, 10 აპრილი 2021 21:51

გორელი ძიუდოისტი გურამ გასიტაშვილი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

Rate this item
(0 votes)

გორელი ძიუდოისტი გურამ გასიტაშვილი (66 კგ) ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

"თბილისში გამართულ ქვეყნის ჩემპიონატზე, 4 წონით კატეგორიაში ირკვეოდა საუკეთესოთა ვინაობა.გურამმა, თავის წონაში, შესანიშნავად იასპარეზა და დამაჯერებლად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორისაცაა. მედლების მისეულ ყულაბაში, ახალგაზრდებს შორის, კიდევ ერთი ოქროს მედლის მიმატება კი, ამ სპორტსმენის შესაძლებლობებზე კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს" , - აცხადებენ სპორტის სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია, გურამ გასიტაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. მისი მწრთვნელი მწვრთნელი კოსტანტინე ხუბულურია.

Read 187 times