Back to Top
კვირა, 11 აპრილი 2021 18:45

გორელმა მოჭიდავემ თემურ ვანიშვილმა ბულგარეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა

Rate this item
(0 votes)

გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავემ, თემურ ვანიშვილმა (61 კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, 23 წლამდელებს შორის.

"მისთვის, ეს პირველი შეჯიბრებაა, მას შემდეგ რაც, ცოტა ხნის წინ გამართულ საქართველოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა" , - აცხადებენ სპორტის სააგენტოში.

 

შეჯიბრება 9-10 აპრილს მიმდინარეობდა და მასში საქართველოდან 9 მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას.

Read 161 times