Back to Top
კვირა, 11 აპრილი 2021 19:00

„ტასო“ - ძაღლს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, გორის თავშესაფარი გააჩუქებს

Rate this item
(1 Vote)

"ტასო" - ასე შეარქვეს ძაღლს, რომელიც გორის სპეციალური სერვისების სააგენტოში, გასული წლის ზაფხულში მომაკვდავი მიიყვანეს.

"მშიერი, ნაწოლებით, გაუწყლოებით, სიკვდილის პირას" , - სააგენტოს დირექორის თამარ აფციაურის თქმით, ძაღლი, სწორედ ამ მდგომარეობაში შემოვიდა თავშესაფარში.

 

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, "ტასო" გამოჯანმრთელდა.

 

"ადამიანის დანახვაზე იმდენად ეშინოდა მომაკვდავიც კი ცდილობდა სადღაც შეძრომას და დამალვას. დღეს ტასო სრულიას ჯანმრთელია, ალბათ, სხვა თავშესაფარში დააძინებდნენ, რადგან სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობა იყო" , - ამბობს ტასო ლოსაბერიძე, რომელიც სააგენტოს შესაბამისი მედიკამენტით დაეხმარა.

 

დღესდღეობით, თავშესაფარი "ტასოსთვის" ახალ პატრონს ეძებს.

 

"ეხლა კი ჩვენი ბიჭი გასაჩუქებელია, ამდენი წვალება წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, ოჯახი სჭირდება" , - ამბობს ტასო ლოსაბერიძე.

 

Read 289 times Last modified on ორშაბათი, 12 აპრილი 2021 11:42