Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 11:49

მეუფე ანდრია რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბრობს

Rate this item
(0 votes)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბრობს.

 

 

მეუფის  თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ფონი არის რთული რაც სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ საჭიროა რეგულაციების დაცვით ყველა დაწესებულებას მიეცეს საქმიანობის შესაძლებლობა.

 


​მიტროპოლიტი ამბობს, რომ საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება.

"ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა", - ამბობს მეუფე

 

 

 

მეუფემ ვაქცინაციაზე ისაუბრა და კომპანიებს მოუწოდა, არ მოხდეს თანამშრომლების დაშინება, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში, მისი თქმით ეს საზოგადოების გაღიზიანებას და ერთმანეთთან დაპირისპირებას შეუწყობს ხელს.

Read 178 times