Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 12:00

„ახალი სკოლის მოდელი“გორის მუნიციპალიტეტის 18 სკოლაში ინერგება 

Rate this item
(0 votes)

"ახალი სკოლის მოდელის" დანერგვა ამ ეტაპზე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ 18 სკოლაში მიმდინარეობს", - აცხადებენ გორის საგანმანათლებლო რესურცენრტრში.

 

 

​ახალი მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც არსებულ გამოწვევებზე და სირთულეებზე ისაუბრეს. 

 

 

"მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ. ლიდერობის ექსპერტისგან, კოორდინატორისგან, საგნობრივი მიმართულების ექსპერტებისა და ინკლუზიური მიმართულების ექსპერტისგან მოვისმინეთ პროცესის მიმდინარეობის ანალიზი. გამოვკვეთეთ ძირითადი სირთულეები და ვისაუბრეთ მათი დაძლევის გზებზე",- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც გორის რესურცენრტრმა გაავრცელა. 

Read 144 times