Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 12:24

„ნუთუ არ გტკივათ, იმ დაჩოქილი ქალის ტირილი“ - ნატალია ელიაური 

Rate this item
(2 votes)

მეჯვრისხეველმა გოგომ ნამოხვანთან მიმდინარე მოვლენებს ლექსი მიუძღვნა.

 

 

ნატალია ელიაურმა ლექსი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. 

 

 

"მე დღეს სამშობლო ხელში მაკვდება,

უკვე დამეწყო სულის კივილი,

ნუთუ არ გესმით, ნუთუ არ გტკივათ,

იმ დაჩოქილი ქალის ტირილი.

დამინაწევრეს მე დღეს სამშობლო,

სულ მისხალ -მისხალ ნელა აკუწეს,

და ჩემი გულიც სულ ნაჭერ- ნაჭერ

დღეს უმოწყალოდ დამინაკუწეს.

ვტირი და ვიგლეჯ დაფლეთილ ტკივილს,

ჩემი სამშობლო ხელში მაკვდება,

როგორ გავუძლო როცა მამული

ფილმის კადრივით თითქოს მთავრდება.

ჩემში ტკივილი უფრო ადუღდა.

ქალი რომ იჯდა დარდი კრთებოდა

და საქართველოს გადარჩენითვის

მუხდაჩოქილი ევედრებოდა.

გუშინ სამშობლო დამინაწევრეს,

დღეს ჩამოხიეს გულზე დროშები,

ჩემო სიცოცხლევ ეს რა დაგმართეს,

გადმოგიყარეს რაღაც გროშები.

აღარ გინდობენ არ გპატრონობენ,

განადგურებენ მერე მიდიან,

ძალიან ვწუხვარ ყოველ დღე რადგან,

შენც ქრისტესავით ვერცხლზე გყიდიან.

და მაგრამ მაინც არ შეგეშინდეს,

უფლის დიდება შენი მცველია,

და ქალმა დღეს რომ შენ დაგიჩოქა,

მცველად მოსული ღვთისმშობელია." 

 

 

ნატალია ელიაური ახალგაზრდა პოეტია, რომლის შემოქმედებაშიც ხშირია ლექსები ოკუპაციაზე, საქართველოზე და მშობლიურ სოფელზე. 

Read 1673 times Last modified on სამშაბათი, 13 აპრილი 2021 16:37