Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 12:22

5 გორელი მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის

Rate this item
(3 votes)

გორელი მოსწავლეები , რომლებმიც "Access Exchange Program" - ის გამარჯვებულები გახდნენ 3 კვირით ამერიკაში საზაფხულო სკოლაში ისწავლიან.

 

პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში საზოგადოება ,,ბილიკია''. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარიკა მღებრიშვილის თქმით მოსწავლეები ორი წლის განმავლობაში გადიოდნენ ინგლისური ენის კურსს.

"ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ამ ბავშვებმა 2 წლიანი კურსი გაიარეს ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე. Ph International არის ამ პროგრამის განმახორციელებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ჩვენ პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლში", - ამბობს მარიკა მღებრიშვილი

 

მოსწავლეები, რომლებიც ამერიკაში გაემგზავრებიან:

​რატი ბეგიჯანაშვილი; 

 

ლიზი ბერიანიძე;

 

ლუკა მოსიაშვილი; 

დავით რობანიშვილი; 

 

ელენე ფატარიძე.

 



პროგრამას მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს.

Read 2813 times Last modified on სამშაბათი, 13 აპრილი 2021 16:33