Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 12:49

გასულ წელს გახსნილ ობიექტის ეზოში, ტრანსპორტის სააგენტომ საპირფარეშოს მოწყობა გადაწყვიტა

Rate this item
(0 votes)

გორში, ავტოსადგომისთვის დამატებითი შენობა-ნაგებობის სამუშაოებისთვის ტრანსპორტის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

 

 

საუბარია სოფელ ორთაშენთან, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ საპირფარეშოს მიშენებაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 14 451 ლარი დაიხარჯება.

 

 

ავტოსადგომის მშენებლობისთვის გასულ წელს 951 000 ათასი ლარი დაიხარჯა. ახლა კი სხვა კომპანია შეირჩევა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გაიცემა.

 

 

"ავტოპარკის მშენებლობის დროს, ცხადია, ტუალეტიც აშენდა, თუმცა ახლა საჭირო გახდა დამატებით კიდევ ერთი საპირფარეშოს აშენება ეზოში. გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს შენობა გადმოეცა გასული წლის ბოლოს",-განმარტავენ ტრანსპორტის სააგენტოში.

 

 

ინფორმაციისთვის, ავტოსადგომის მშენებლობა გორში 2020 წლის ბოლოს დასრულდა, ახალმა ავტობუსებმა კი ქალაქში მოძრაობა 2021 წლის თებერვალში დაიწყო. დამატებითი ნაგებობის მშენებლობა ტრანსპორტის სააგენტომ მშენებლობის დასრულებიდან 4 თვის შემდეგ გადაწყვიტა.

Read 175 times