Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 14:03

გორში პანდემიის შედეგებზე კვლევა ტარდება

Rate this item
(0 votes)

"გაურკვევლობის და დაუცველობის მდგომარეობაში ყოფნა ნეგატიურ ემოციებს აძლიერებს", -ასე ეხმაურება გორელი ფსიქოლოგი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაძლო განახლებას და აცხადებს, რომ ადამიანებს კონტროლის და იდენტობის განცდა აქვთ დაკარგული.

 

 

ელზა პანკრატოვა ფიქრობს, რომ მესამე ტალღის შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს და შედეგებიც მწვავე იქნება.

 

 

მისი ინფორმაციით, ამ მხრივ რეალური სურათის გამოსავლენად შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს და ზუსტი ანალიზის გაკეთება აღნიშნულ საკითხზე, კვლევის შედეგებზე დაყრდობით იქნება შესაძლებელი.

 

 

"გახანგრძლივებული სტრესი ფსიქიკური პრობლემების განვითარების რისკებთან არის დაკავშირებული. გაზრდილი შფოთვა, დეპრესიული რეაქციები, ბრაზი - ეს ის ფსიქოლოგიური სიმპტომებია, რომელიც უფრო ხშირად იჩენს ხოლმე თავს მსგავს სიტუაციებში. მიმდინარეობს კვლევა, რომელსაც გლობალური ინიციატივა საქართველოში ახორციელებს და მოგვიანებით გვექნება სარწმუნო ინფორმაცია, თუ რა გავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კოვიდმა. გარდატეხის ასაკში ოპოზიციური განწყობები და აკრძალვებზე პროტესტი ასაკობრივი კრიზისის მახასიათებელია. ხშირი რყევები, რომელიც დაუცველობის განცდას აჩენს, შესაძლოა უფრო დაძაბოს ინტერპერსონალური ურთიერთობები, როგორც ოჯახს შიგნით, ასევე გარეთ",-უთხრა რადიო "მოზაიკას" ელზა პანკრატოვამ.

 

Read 136 times