Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 16:47

ნიქოზის ამბულატორია იაპონიის ელჩმა დაათვალიერა

Rate this item
(0 votes)

ნიქოზის ამბულატორიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრობდა.

 

 

იმამურა აკირა ადგილზე გაეცნო სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობას, დაათვალიერა სამედიცინო კაბინეტები და სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სერვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

"მოხარული ვარ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას არსებობს ასეთი სამედიცინო სერვისი, რომელზეც მოთხოვნა როგორც ადგილზე გვითხრეს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში დღითიდღე იზრდება", - აღნიშნა ელჩმა.

 

 

 

სოფელ ნიქოზის ამბულატორიას იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით 64, 643 ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა, რაც აღებული ვალდებულებების მიხედვით, მინიმუმ 10 წლის ვადით უნდა იყოს შენარჩუნებული. ამბულატორიის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი რომლის ფარგლებშიც აღნიშნული მხარდაჭერა მიიღეს გეგმის შესაბამისად დასრულდა.

 

 

"ვფიქრობ ელჩი კმაყოფილი წავიდა ნიქოზიდან. როგორც იცით იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ნიქოზის ამბულატორიას სხვადასხვა სახის სამედიცინო ტექნიკა შეემატა.მოვაწყეთ შესაბამისი კაბინეტები. ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიქოზის 3000 -იანი მოსახლის გარდა ამ აღჭურვილობით სარგებლობს, ფხვენისი და ხვითის მოსახლეობა. ყველაფერი ისე დავასრულეთ როგორც პროექტში იყო გაწერილი. ვალდებულების მიხედვით, ეს ყველაფერი შენარჩუნებული იქნება 10 წლის განმავლობაში", - აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

 

 

პროექტი "ნიქოზის ამბულატორიის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა" არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქართლოსი" ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში განახორციელა.

 

ნიქოზში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და იაპონიის ელჩს მიღებული მხადაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადეს.

Read 143 times Last modified on სამშაბათი, 13 აპრილი 2021 17:06