Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 20:17

გორში მოქალაქე თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

Rate this item
(0 votes)

გორში მოქალაქე ო.გ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ 2 000 ლარით დააჯარიმა. მან აღნიშნული ჯარიმა 15 დღის შემდეგ გაასაჩივრა.

"ო.გ დაჯარიმდა 2 000 ლარით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის წესის დარღვევისათვის და საჯარიმო ქვითარიც მას იმავე დღეს უშუალოდ ჩაბარდა ხელზე" , - ვკითხულობთ საქმის მასალებში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონის თანახმად, მოქალაქეს ჯარიმის გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეეძლო, იქიდან გამომდინარე რომ ო.გ-მ 15 დღის შემდეგ მიმართა სასამართლოს, მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ჯარიმა ძალაში დატოვა.

Read 190 times