Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 20:25

სიტყვიერი შენიშვნა იარაღის შენახვისთვის - გორის სასამართლოს გადაწყვეტილება

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა საქმე, რომელიც ეხება უკანონოდ იარაღის შენახვას.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლ.ბ ინახავდა "ИЖ 27" მოდელის 12 მმ.-იან სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ სანადირო თოფს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე.

 

"ლ.ბ-მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, განმარტა, რომ სანადირო თოფი მამის დანატოვარი რელიკვიაა" , - ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსამართლემ ლ.ბ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Read 154 times