Back to Top
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 20:59

ვარიანში დედაენის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

Rate this item
(0 votes)

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით ვარიანში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა.

 

 

​გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ქეთი დვალიშვილის თქმით, ღონისძიებების გაუქმება ინფიცირების მაჩვენებლის მატებამ განაპირობა.

 

 

"სხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით. ვიქტორინა, გამოფენა, დოკუმენტური ფილმის ჩვენება. იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ღონისძიებები გაუქმდა", - ამბობს ქეთი დვალიშვილი

Read 159 times Last modified on სამშაბათი, 13 აპრილი 2021 21:09