Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 15:05

"თანხმობამ" გორის სოფლებში პანდემიის გავლენაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

Rate this item
(1 Vote)

იძულებით გადაადგილებულ ქალთა "ასოციაცია თანხმობამ" კვლევა წარმოადგინა სადაც გორის რამოდენიმე სოფელიც მოხვდა.



​კოვიდ-19-ის გავლენის შესახებ კვლევამ შიდა ქართლში 4 სოფელი მოიცვა. პროექტის სამიზნე არეალი იყო გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ერგნეთი, ქვემო ნიქოზი, მერეთი და ყელქცეული.

 


კვლევის მიხედვით აღნიშნულ სოფლებს პანდემიის დროს ექმნებოდათ ტრანსპორტის და სასმელი წყლის პრობლემა.

"ერგნეთიდან და ყელქცეულის თემების მოსახლეობას შეუძლია სარგებლობა მხოლოდ კერძო მიკროავტობუსებით, რომლებიც რეისებს არარეგულარულად ასრულებენ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლებს ბოლოს დარჩენილი თითო მგზავრი აღარ მიყავთ მოშორებულ სოფლებში და სახლებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტოვებენ, რაც კონფლიქტისპირა სოფლებში განსაკუთრებით საშიშია", - წერია დოკუმენტში

 

 

ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ მერეთის თემის მეორე ნახევარს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება და მოსახლეობა გამრიცხველიანებას ითხოვს.

 


​"მუდმივი ელექტროენერგია და გაზმომარაგება ოთხივე თემის სოფლებს აქვს. სასმელი წყალი მიეწოდება ერგნეთის და ყელქცეულის სოფლების მოსახლეობას სრულად, ხოლო მერეთში მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც გამრიცხველიანება დასრულებულია. მერეთის თემის მეორე ნახევარს წყალი არ მიეწოდება და მოსახლეობა გამრიცხვლიანებას ითხოვს. გრაფიკით, საღამოს 9 საათამდე მიეწოდება წყალი ქვემო ნიქოზის მოსახლეობასაც" -ნათქვამია კვლევაში

 


ოთხივე სოფლის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა დაახლოებით 6,000 ადამიანია.

Read 218 times Last modified on ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 15:10