Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 16:45

გორში, გოგებაშვილის ქუჩამ კონკურსის „სუფთა რეგიონი2020“ ნომინაციაში გაიმარჯვა 

Rate this item
(0 votes)

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ - ს ნომინაციაში „სუფთა და ლამაზი ქუჩა“ გოგებაშვილის ქუჩამ გაიმარჯვა.



კონკურსში გოგებაშვილის ქუჩა გორის მერიამ წარადგინა.

ღონისძიებაში, რომელიც 8 ნომინაციას მოიცავდა, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის შეეძლო მონაწილეობის მიღება.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას 14 აპრილს, თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულმა შენობამ უმასპინძლა.

 



კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

Read 186 times Last modified on ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 16:49