Back to Top
პარასკევი, 16 აპრილი 2021 00:33

„არ არის აუცილებელი საფლავზე სუფრები“ - გამყრელიძე გორში ვიზიტისას

Rate this item
(0 votes)

"არ არის აუცილებელი საფლავზე სუფრები და ქეიფები აღდგომის დღესასწაულზე, ვეცადოთ მოკრძალებულად აღვნიშნოთ" , - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გორში ვიზიტისას განაცხადა.

"საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს" , - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღესდღეობით,  მხოლოდ 1400 აცრა კეთდება, რაც ძალიან ცოტაა. გამყრელიძის თქმით,  ეს რიცხვი, სულ მცირე, 3 000-4 000-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ივლისიდან კი, უნდა გვქონდეს 10 000 -12 000 ათასი აცრა დღეში, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, დავამარცხოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

Read 219 times