Back to Top
პარასკევი, 16 აპრილი 2021 00:41

გორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციომ შეცვალა

Rate this item
(0 votes)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დააკმაყოფილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულებს ზ.ე.-სა და თ.ე.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 1500 ლარის ოდენობით, ასევე დამატებითი ღონისძიების სახით დაზარალებულ ლელა ლობჟანიძესთან, მის საცხოვრებელ სახლთან და სამსახურთან მიახლოება.

ლელა ლობჟანიძე არის ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 

 

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბრალდებულები პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩნენ.

 

აღნიშნულ საქმეზე, დაზარალებულის უფლებადამცველი "ადამიანის უფლებათა ცენტრია".

 

"ორგანიზაცია აგრძელებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის - ლელა ლობჟანიძის ინტერესების დაცვას, რომელიც შსს-ის თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის მსხვერპლი გახდა" , - აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".

Read 393 times