Back to Top
პარასკევი, 16 აპრილი 2021 00:53

გამყრელიძე: ჰოსპიტალში ვაქცინირებულების მცირე ნაწილს გამოუვლინდა გვერდითი ეფექტი

Rate this item
(0 votes)

"გორში არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინირებულების მცირე ნაწილს გამოუვლინდა გვერდითი ეფექტი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გორში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გავეცანით ვაქცინაციის პროცესს სამხედრო ჰოსპიტალში როგორც ჯარისკაცების, ისე მოქალაქეების. საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, ძალიან კარგად არის სივრცე მოწყობილი.გვერდითი მოვლენები ამ ორივე ვაქცინას აქვს, შეიძლება მეორე დღეს ან იმავე დღეს ტემპერატურის მომატება იყოს ან კუნთების და თავის ტკივილი. ეს ახასიათებს ამ ვაქცინებს" , - განმარტა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, როცა ასტრა ზენეკასთან ერთად დავიწყებთ სინოფარმის ანუ ჩინური ვაქცინის მოხმარებას.

Read 211 times