Back to Top
პარასკევი, 16 აპრილი 2021 12:42

გორში 13 000 აბონენტს ინტერნეტი არ მიეწოდება

Rate this item
(0 votes)

გორში, 13 000 აბონენტს ინტერნეტი არ მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია.

" სტალინის გამზირის 13 ნომერთან ტროტუარის რეაბილიტაციისას ტრაქტორმა დააზიანა კაბელი, რის გამოც 13 000 აბონენტს შეუწყდა ინტერნეტის მიწოდება" , - აღნიშნულ ინფორმაციას გორელ ფოტოგრაფთა კლუბის გვერდი ავრცელებს.

 

ინტერნეტის პროვაიდერი კომპანიის განმარტებით, მიმდინარეობს სამუშაოები სერვისის აღსადგენად, თუმცა როდის აღდგება ინტერნეტის მიწოდება, ზუსტად ვერ ასახელებენ.

Read 429 times