Back to Top
ორშაბათი, 03 მაისი 2021 15:19

გორში სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა

Rate this item
(1 Vote)

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რომელიც ითხოვდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გ.გ-ს დაჯარიმებას კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

"სარჩელის თანახმად, 13.03.2019-ში მოპასუხე გაწვეული იქნა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო სამსახურში მისი ჩარიცხის დღიდან და კონტრაქტის თანახმად, მისი მსახურის ვადა შეადგენს 4 წელს. ამ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფინანსური პასუხისმგებლობა, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის თანხა შეადგენს 3000 ლარს" , - ირკვევა საქმის მასალებიდან.

 

მოსამართლე ნინო გერგაულმა განიხილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს. აქედან გამომდინარე, გ.გ 3000 ლარით დაჯარიმდა.

Read 155 times