Back to Top
ორშაბათი, 03 მაისი 2021 23:51

გორში ოქონობა აღინიშნება

Rate this item
(0 votes)

აღდგომიდან მესამე დღეს გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება. 

 

4 მაისს, სადღესასწაული წირვა-ლოცვა 9:00 საათზე დაიწყება. 12:00 საათისთვის კი სასულიერო პირები მრევლთან ერთად ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ და ამ სახით გორელებს ოქონობას მიულოცავენ.

 

გორის სახალხო დღესასწაული “ოქონობა“ ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღადგინეს.დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნევა. ის თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

Read 342 times