Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 13:06

სინოფარმით მოქალაქეები სამხედრო ჰოსპიტალშიც აიცრებიან

Rate this item
(0 votes)

​გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელი გახდა. ჰოსპიტალში სინოფარმით აცრა მოქალაქეებს 6 მაისიდან შეუძლიათ.

რეგისტრაცია booking.moh.gov.ge -ზე 4 მაისს დაიწყო.

 

პორტალის გახსნიდან რამდენიმე წუთში ადგილების უმრავლესობა შეივსო. 13:10 წუთის მონაცემებით, 210 ადგილიდან 166 დაკავებულია.

 

ამ დროისთვის, ვაქცინის დაჯავშნა დამატებით 44 მოქალაქეს შეუძლია.

Read 101 times