Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:07

„ქართუს“ დაპირება გორის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ არ შესრულდა

Rate this item
(0 votes)

"ნურავინ მოგვთხოვს შედეგს, როდესაც გორის თეატრი წლებია სარეაბილიტაციო შენობაში აგრძელებს მუშაობას", - ასე ეხმაურება გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გასულ წელს მიღებულ და შეუსრულებელ დაპირებას შენობის რემონტთან დაკავშირებით.

 

 

დავით ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს პროექტის შედგენით ფონდი "ქართუს" წარმომადგენლები დაინტერესდნენ, მხარდაჭერის მიღებაზე კი ადგილზე ჩასული მუნიციპალური განვითარების ფონდი საუბრობდა. თუმცა ამ დრომდე, როგორც თეატრში აცხადებენ, პროექტის შესადგენადაც კი არავინ მისულა.

 

 

"დაახლოებით 5-6 თვეა ამ საკითხზე არაფერი გამიგია, 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო მთლიანად პროექტ, რომელიც დაახლოებით ნახევარმილიონამდე ჯდებოდა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 2021 წლისთვის კი უკვე რემონტი უნდა დასრულებულიყო. არც პროექტი არ მინახავს თვალით და ვინმე თუ ჩუმად რამეს აკეთებს სახლში არ ვიცი. არ არსებობს პროექტი. შეუძლებელია თანამშრომელს რამე მოსთხოვო, როდესაც ელემენტარული პირობები არ არსებობს ტექნიკური თვალსაზრისით", - აცხადებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით ჩხარტიშვილი.

Read 163 times