Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 20:04

გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელურის ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიაანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელუურის ოჯახი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

 

 

ქაცარავას ინფორმაციით ბეღელური ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ცხინვალის იზოლატორში, გათვისუფლების შემდეგ კი ცემის ფაქტი დამალა.

 

 

"ალბათ ყველას გახსოვთ რამაზ ბეღელური, გუგუტიანთკარის მაცხოვრებელი, რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს გუგუტიანთკარიდან. მას მოუწია 2 თვე დარჩენილიყო პატიმრობაში, ოკუპანტებმა მას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.როდესაც ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური 3 აპრილს დააბრუნეს, სტანდარტული პროცედურების შემდეგ შედგა მისი გასაუბრება ჟურნალისტებთან, კითხვაზე, სცემეს თუ არა ოკუპანტებმა, მან უპასუხა, არა.ამ აკორდზე დასრულდებოდა ეს ამბავი და ჩვენს შემდეგ გატაცებულ მოქალაქეს დაველოდებოდით, რომ არა რამდენიმე დღის წინ რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის გაუარესება. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემს მიერ დადებული პოსტი რამაზ ბეღელურის გათიშვასთან დაკავშირებით, როდესაც სასწრაფოდ გთხოვეთ დახმარება და რამაზი გადავიყვანეთ გორის საავადმყოფოში", - ამბობს დავით ქაცარავა.

 

 

მისი თქმით, რამაზის ცემის ფაქტს მისი დედა ადასტურებს და ამბობს, რომ ბეღელური პოლიციამ დაარწმუნა მისივე უსაფრთხოების გამო აღნიშნული ფაქტი დაემალა.

 

 

"ზუსტად იქ, ქალბატონმა ნორამ, რამაზის დედამ მომიყვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. რამაზ ბეღელური დაკავებისთანავე რუსმა და ოსმა ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს. მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავში. ციხეში რამაზი აღარ უცემიათ.როდესაც ვკითხე, რატომ დამალა რამაზმა ჟურნალისტებთან მისი ცემის ამბავი, შემზარავი, მაგრამ ჩემთვის არახალი პასუხი მივიღე - პოლიციამ დაარწმუნა რამაზ ბეღელური "მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" არ გაემხილა ეს ამბავი, მერე რუსები გაღიზიანდებიან და გადაგეკიდებიანო. რამაზმაც დაუჯერა. ამ ისტორიას, რაც მე აქ მოგიყევით, დაადასტურებს რამაზის დედა და თვითონ რამაზი", - თქვა ქაცარავამ.

 

 

 

 

ქაცარავას ინფორმაციით რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი თქმით, რამაზ ბეღელურის ოჯახი აპირებს, რომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს.

 

 

"ამ წუთას ვსაუბრობთ მე და ქალბატონი ნორა და მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა ვუჩივლოთ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ რამაზ ბეღელურს დავეხმარებით ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით, დარწმუნებული ვარ, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები არ იქნებიან წინააღმდეგი და წინდაწინ უდიდეს მადლობას გადავუხდი ქალბატონ მარინა ძაგნიძეს და მის არაჩვეულებრივ მეგობრებს, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამს ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს", - ამბობს დავით ქაცარავა.

Read 141 times