Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 20:24

„მგზავრობა ბარიერების გარეშე“-ტრანსპორტის სააგენტოს მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

Rate this item
(0 votes)

“მგზავრობა ბარიერების გარეშე“ - სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მოქცევის და კომუნიკაციის თემაზე გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

 

 

ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდება და თითოეული მძღოლი გადამზადდება.

 

 

"როგორც იცით, გორის მუნიციპალიტეტის ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული სსმ პირებისთვის, შესაბამისად, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, აუცილებელია, მძღოლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია. ტრენინგის დროს განხილული იყო სსმ პირების უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხი, პანდუსის გამოყენებისა და გაჩერების წესები, მათთან კომუნიკაციის სწორი ფორმები, ტერმინოლოგია, მოპყრობა და ა.შ", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

 

ტრენინგები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ პარტნიორობით ტარდება

Read 121 times