Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 22:23

გორში ხვალ სინოფარმით 42 მოქალაქე აიცრება

Rate this item
(0 votes)

გორში 5 მაისიდან სინოფარმით ვაქცინაცია იწყება. პირველ მოქალაქეს „გორმედი" დილის 10 საათზე მიიღებს. აცრები 10 წუთის ინტერვალით ჩატარდება.

სულ 5 მაისს სინოფარმით გორში 42 მოქალაქე აიცრება. "გორმედში" აცრის პირველი ეტაპი 24 მაისამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ყველა ადგილი დაჯავშნილია.

 

გარდა „გორმედისა" მოქალაქეებს სინოფარმით აცრა სამხედრო ჰოსპიტალშიც შეუძლიათ. კლინიკაში 6 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, 210 მოქალაქე აიცრება.

 

სინოფარმით აცრისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო და ჯავშნები იმავე დღეს შეივსო.

Read 111 times