Back to Top
პარასკევი, 07 მაისი 2021 18:43

გორის N5 სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში უცენზურო განცხადებას ავრცელებს

Rate this item
(0 votes)

გორის N5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი სოციალურ ქსელში უცენზურო განცხადებას ავრცელებს.

"ყვ..რი" , - ასე მოიხსენიებს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მისი თქმით, თავად დააფუძნებს.

 

ზოგადად, ქარელი სოციალურ ქსელში უცენზურო ლექსიკით გამოირჩევა.

 

"ბოლომდე გაედოთ მეცოცხეებს ნაცში და ან..ლში" , "ნაცია არაკაცია" , - ეს მისი უცენზურო  განცხადებების არასრული ჩამონათვალია.

 

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

 

ქარელი 2018 წლიდან გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობს.

Read 1418 times