Back to Top
პარასკევი, 07 მაისი 2021 21:24

ხოჯევანიშვილი: "ქართუ ჯგუფი“ გორის თეატრის რეაბილიტაციის თარიღს ვერ აკონკრეტებს

Rate this item
(0 votes)

გორის თეატრში 2 წლის წინ მიღებული დაპირების შესრულებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

 

საუბარია შენობის რეაბილიტაციაზე, რაზეც მხარდაჭერა თეატრის ხელმძღვანელობამ "ქართუ ჯგუფისგან" 2019 წელს მიიღო. შიდა ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა და ახლა უკვე გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილზე ჩასულ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლებს ობიექტი პირადად დაათვალიერებინა. სწორედ ამ დროს მიიღო თეატრის ხელმძღვანელობამ პირობა, რომ დაზიანებული შენობის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის, მათი ხელშეწყობით განხორციელდებოდა. რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია "ქართუ ჯგუფთან" მას შემდეგ გიორგი ხოჯევანიშვილს და რა ეტაპზეა მისი ინფორმაციით ეს საკითხი.

 

"მქონდა კომუნიკაცია გარკვეული პერიოდის უკან მაგ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, "ფონდ ქართუს" წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე ჩამოსულები, მაგრამ დეტალებს თარიღებთან დაკავშირებით ვერ აკონკრეტებენ, ამიტომ ალბათ აჯობებს ეს საკითხი თვითონ "ქართუსთან" გაარკვიოთ, რადგან მათზეა დამოკიდებული",-ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

ამავე თემაზე: 2020 წელს გორის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

Read 371 times